მუქედის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი საზეიმო გაკვეთილი 
21-10-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი შემართებით დაიწყეს. 

პირველკლასელები წერის ხელოვნებას ეზიარნენ. მათ, მასწავლებელ მაია ცხვარაძის ხელმძღვანელობით, „აი ია“ პირველად დაწერეს. ისინი თემატურ აქტივობებში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ყველაზე პატარების - პირველკლასელების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

„მასწავლებელი ისეთი განცდებით ემზადებოდა ამ გაკვეთილისთვის, თითქოს პირველი გაკვეთილი ყოფილიყო მისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ დაუზარელ მაია მასწავლებელს, თავის აღსაზრდელებთან ერთად“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203