დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ 
21-10-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს: ნინო დოლიძეს, ლუკა ოსეფაიშვილსა და ნოდარი შარაშიძეს ლეპტოპები საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან.

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკის კულტურის სახლში. მოსწავლეებს კომპიუტერები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - ალექსანდრე წულაძემ გადასცა.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203