ჩოხატაური მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები - ნინო სალია და ელენე სიხარულიძე 2024-2025 სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით შეხვდნენ.
მასწავლებლებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და უფროსი მასწავლებლები გახდნენ. პედაგოგებს პროფესიული წინსვლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში პედაგოგების წარმატება ახარებთ და მათ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასა და წინსვლას ყოველთვის მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: