ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი.
18 ოქტომბერს, ხიზაბავრის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, რომელთაც სასკოლო საზოგადოებას პრეზენტაციით მეცნიერების ფესტივალზე მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
მოზარდები 5 ოქტომბერს ქალაქ ახალციხეში რაბათის ციხეზე გამართულ ფესტივალში - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ მონაწილეობდნენ. ფესტივალზე დასწრება ბიოლოგიის მასწავლებლის ლიანა დათაშვილისა და ისტორიის მასწავლებლის გიორგი ქუქჩიშვილის ინიციატივა გახლდათ.
მოსწავლეებმა უამბეს სასკოლო საზოგადოებას თუ რა საინტერესო და ნაყოფიერი იყო მათთვის ფესტივალში მონაწილეობა. მათმა მონათხრობმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მათაც გაუჩნდათ მსგავს ღონისძიებაზე დასწრებისა და მონაწილეობის სურვილი.
იხილეთ ფოტოები: