ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვან და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ასეთი სახალისო და დასამახსოვრებელი აქტივობა 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეგნაზ ქალაშიანმა შესთავაზა.
მოსწავლეებმა smile-ის გამოსახულებიანი პლაკატები დაამზადეს, ნახატები გააფერადეს და აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია ღიმილი.
აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. როგორც სკოლაში ამბობენ, ისინი ამ დღით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
„ბავშვების სახეზე ღიმილი ეს არის ჩვენი მისია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: