მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება კვალითის საჯარო სკოლაში
22-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში შემოდგომის დღესასწაული მოეწყო, მოსწავლეებმა ოქროფერ სეზონს მრავალფეროვანი სანახაობა მიუძღვნეს.

I,II, III და IV კლასის მოსწავლეებმა, სკოლის ეზო შემოდგომის ნუგბარით გაამდიდრეს, ტრადიციულად ამოავლეს ჩურჩხელები, მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა და დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციეს. 

„შემოდგომა 2024... მრავალი ხვავიანი შემოდგომა სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს და საუკეთესო პედაგოგებს...“, - ამ სიტყვებით კი დასრულდა ღონისძიება სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203