მინისტრის ბრძანება ბაღებსა და სკოლებს ეხება - რატომ იქმნება კომისია და რა იცვლება საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის
22-10-2024

„განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით ცენტრის  დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე.

„დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილნი არიან წარმოადგინონ საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ი. დაინტერესებული მხარეები ამ მუხლის მიზნებისთვის არიან: სამინისტრო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება, არასამთავრობო და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია. უცხოელი სპეციალისტების/ექსპერტების კანდიდატებს შეარჩევს ცენტრის დირექტორი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციასთან (ENQA) და სხვა იმ საერთაშორიო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებშიც ცენტრი არის გაწევრიანებული“.

ასევე ცენტრის დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან ცენტრის, სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, აგრეთვე, მოწვეული პირები.  კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, ასეთ შემთხვევაში, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ის შერჩევა ხდება ამ მუხლის 4​1-4​2 პუნქტების შესაბამისად. ცენტრის დირექტორი შერჩეულ კანდიდატ(ებ)ს საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარუდგენს მინისტრს, რომელიც ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203