წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლე ჰყავს.
ახლახან, X კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
მათ კომპიუტერები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მიღწევა, მათ წინსვლასა და მომავალ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: