ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლე ჰყავს. 

მათ შორის არიან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები: ირაკლი გერაძე და ვერონიკა ჯანელიძე, რომლებსაც პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით გადაეცათ კომპიუტერები.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„სწავლა და ცოდნის შეძენა ფასეული მიზანია ჩვენი მოსწავლეებისთვის! სწავლის პროცესი საკმაოდ რთულია, დიდ ნებისყოფასა და გონებრივ შრომას მოითხოვს, თუმცა შედეგი საკმაოდ სასიხარულო და საამაყოა!

ბავშვებო, გილოცავთ ამ დიდ ჯილდოს, რომელიც თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად მოიმკეთ! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ყოველ საფეხურზე!“, - ამ სიტყვებით, სკოლაში აფასებენ მოსწავლეების მონდომებასა და მათ შრომის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203