საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
მათ შორისაა, მე-9 კლასის მოსწავლე თაზო კაბულაშვილი (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი), რომელიც ავიაციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა...
მისი მიზანია გახდეს წარმატებული და ცნობილი პილოტი. სწორედ, ამ მიზნის მისაღწევად მან უკვე საკუთარი პირველი ფრენა შეასრულა Tecnam P2008JC თვითმფრინავით, თელავის აეროდრომის თავზე, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.
„თამარ მეფის სკოლა-გიმნაზია თითოეულ ახალგაზრდას უსურვებს საკუთარი მიზნების ასრულებას და წარმატებულ კარიერაში მოღვაწეობას...“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ინტერესები ყოველთვის მხარდაჭერილია.
იხილეთ ფოტოები: