უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, აქტიურად ეწყობა საახალისო აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა სურვილებზეა მორგებული.
ამაზე მეტყველებს აქტივობა, სადაც მოსაწავლეებმა VR სათვალეები მოირგეს და ვირტუალურ სპორტში დახელოვნდნენ.
მოსწავლეებისთვის ძალიანს სახალისო და საინტერესო იყო აქტივობა.
„ვირტუალურ სპორტშიც, VR სათვალეებით მოვსინჯეთ ძალები... ამ ძვირადღირებული შესაძლებლობისათვის დიდი მადლობა ჩვენ უცხოელ მეგობრებს მაკენზის და ანდრეის“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი მანუჩარ ფანჩულიძე და მადლობას უხდის უხოელ მეგობრებს გამოცდილების გაზიარებისთვის.
იხილეთ ვიდეო: