უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტით დაინტერესებული მოსწავლეების მხარდაჭერას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში პატარა კარატისტებმა: სანდრო ფანჩულიძემ და ლუკა გაფრინდაშვილმა პერფორმანსი მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.
ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას კარატის საფუძვლებიც გაუზიარეს და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
„როგორი უნდა იყოს ძევრის სკოლის მოსწავლე? - განათლებული, ზრდილობიანი და ძლიერი...“,- ამის ნათელ მაგალითად სკოლის ხელმძღვანელს - მანუჩარ ფანჩულიძეს პატარა სპორტსმენები მოჰყავს, აფასებს მათ შრომას და მიზნების ხორცშესხმას უსურვებს.
იხილეთ ვიდეო: