მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში მოტივირებული, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლის - ოთიკო ხურცილავას მიღწევით ხარობენ. ის ბათუმში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. მოსწავლემ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და დიდ წარმატებას მიაღწია.
ოთიკო ხურცილავა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: