თრიალეთის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასკოლო ცხოვრების ზღაპრული დასაწყისი
22-10-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მოტივირებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამის დასტურია ისიც, თუ რა შემართებით დაწყო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი. პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს დღე ნამდვილ ზეიმად პირველი კლასის მოსწავლეებისთვის იქცა. მათ პედაგოგი ლილი ვიბლიანი შეეგება და ცოდნის გზაზე გადადგმილი პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

„მუდამ გინათებდეთ ცოდნის ძალა. პირველი კლასის მერცხლები ლაღად მოფრინდნენ. ფეხბედნიერი იყოს თქვენი ცოდნის სამყაროში შემობრძანება. გისურვებთ ულევ წარმატებას“,- ასეთია სასკოლო საზოგადოებისა და პედაგოგ ლილი ვიბლიანის სურვილები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203