ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლემ, საგანში „მე და საზოგადოება“, კომპლექსური დავალება - ვაჩუქოთ მეგობრებს „ჯადოსნური“ სიტყვები - შეასრულა.
ის აქტივობაში მასწავლებელ მირანდა ტაბატაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
მოსწავლემ პოსტერი - ვაჩუქოთ მეგობრებს „ჯადოსნური“ სიტყვები, შექმნა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყოველდღიურად ადამიანები ძალიან ბევრ სიტყვას წარმოვთქვათ, მაგრამ არ ვაკვირდებით, რა დატვირთვა და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. ჩვენი კომპლექსური დავალება ამ სიტყვებს განიხილავს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: