ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
პედაგოგები კი ახალგაზრდების მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამჯერად, მასწავლებელმა ზაზა ცეცხლაძემ VII კლასის მოსწავლეებს სასკოლო ლაბორატორია და ლაბორატორიაში ქცევის წესები გააცნო.
მოსწავლეებმა მას გულისყურით მოუსმინეს, ცოდნა გაიღრმავეს და სალაბორატორიო სივრცე დაათვალიერეს. დღემ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: