ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიისა და ეშტიის N1 საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეშტიის N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ვიქტორინა-ღონისძიება მწერილის -ვიქტორ ჰოვსეფიანის იუბილეს მიეძღვნა. ის ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში მწერლის ნაწარმოებების ანალიზი გაიმართა, მოსწავლეებმა მისი ლექსებიც წაიკითხეს. მეორე ნაწილი კი ვიქტორინას მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, თავიანთი სომხური ენის მასწავლებელთან და დირექტორებთან ერთად, მიიწვიეს.
„ჩვენმა მოსწავლეებმა საკუთარი თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს დასამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ისინი კმაყოფილნი დაბრუნდნენ და იმედი აქვთ, რომ ასეთ შთამბეჭდავ ღონისძიებებში კვლავ ჩაერთვებიან. თანამშრომლობითი ურთიერთობა სხვა სკოლებთან და მოსწავლეებთან მოსწავლეთა განვითარებაზე და თვალსაწიერის გაფართოებაზე დადებითად აისახება“,- ამბობენ თორიის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: