ავრანლოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი 
22-10-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დიდი მონდომებითა და ინტერესით დაიწყეს. 

მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში კლასის დამრიგებელი - სალომე საგინაძე შეუძღვა. მან მოსწავლეებს საინტერესო თემატური აქტივობები შესთავაზა, რომელთა საშუალებითაც პატარებმა წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ განწყობას იისფერი ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„დედა ენა როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება, იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზე“, - სწორედ იაკობ გოგებაშვილის ეს სიტყვები გასდევდა მთელ დღეს.

„გავიარეთ წინასაანბანო პერიოდი და წერა-კითხვის სწავლების დაბალანსებულ მეთოდზე გადავედით. დავიწყეთ ორი საოცარი ბგერით -„ი“ და „ა“.გილოცავთ, ჩემო გვრიტებო“,- წერს პირველი კლასის დამრიგებელი - სალომე საგინაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203