„ქედი მოვიხარეთ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებლების წინაშე“-ცხემლისხიდის საჯარო სკოლის თანამშრომლებმა ამაგდარ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
22-10-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების უდიდეს ამაგს აფასებს და მათ შრომას პატივს სცემს.

ამის ერთ-ერთი დასტური ის აქტივობაცაა, რაც მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. სასკოლო საზოგადოებამ ღვაწლმოსილი პედაგოგები: სულიკო ბაბილოძე, ლოლა ვასაძე, ბადრი ლომინაძე, ნინო მემარნიშვილი, ლიანა ცხომელიძე, ნელი გოგოტიშვილი და ნინო ჯაველიძე მოინახულა და მათ წინაშე ქედი მოიხარა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყო. 

„კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო დღე ჩვენი სკოლის ცხოვრებაში! ქედი მოვიხარეთ ჩვენი სკოლის იმ ღვაწლმოსილი მასწავლებლების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში მოსწავლეთა სწავლა-აღზრდისა და მათი დაფრთიანების საქმეს ღირსეულად ემსახურებოდნენ. დიდი სიყვარულითა და სითბოთი გეფერებით! მადლობას გიხდით სკოლისა და თემის სახელით! მზეგრძელობა და ჯანის სიმრთელე მარადჟამს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხიელთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203