წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, პედაგოგ ეკატერინე კაკრიაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლაში, თემაზე - „ბულინგი“, პრეზენტაცია გაიმართა. გარდა ამისა, თემატური ვიდეოჩვენებაც მოეწყო.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საკუთარი აზრი დააფიქსირს.
დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: