წალკის N1 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
22-10-2024

წალკის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. 

მალე სასკოლო საზოგადოება განახლებული შენობით ისარგებლებს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო იქნება შექმნილი. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. 

შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.

აღსანიშნავია, რომ 645 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 6  170 000 ლარზე მეტია.

ახლახან, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს - გივი მიქანაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203