თბილისის N174 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
22-10-2024

თბილისის N174 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს: ქეთევან კანკიას, ელენე მგელაძეს, ანა მეტრეველს, სალომე ხომასურიძეს, ნანა თოდაძეს, ხატია ქობულაძეს, ეკატერინე ცუხიშვილს, ნინო ფანქველაშვილს, ანასტასია აფციაურს, მარიამი წიტაიშვილს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ! მუდამ წარმატებით გევლოთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203