სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საინტერესო პროექტის დახმარებით, ინტერნეტსივრცეში ქცევის წესები ისწავლეს
23-10-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყალბი ინფორმაციის ამოცნობას სწავლობენ. 

სკოლა, პროექტის ხელმძღვანელ ინეზა ქუთათელაძესთან ერთად, კვლავ აქტიურად ჩაერთო პედაგოგ მარი ხარიტონაშვილის შეთავაზებულ ახალ პროექტში - „მედიაწიგნიერება ჩვენს ცხოვრებაში“. 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, რომლებმაც განიხილეს ინფორმაცია ინტერნეტქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, მათ შორის, რა რისკები არსებობს ინტერნეტის არასწორად გამოყენებისას, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან. ასევე მოხდა მშობლებისთვის გაგზავნილი კითხვარის სტატისტიკური ანალიზი.

მოეწყო ვიდეორგოლის ჩვენება, რომლს დახმარებითაც მოსწავლეებმა ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში ქცევის წესები გაუზიარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203