თბილისის N174 საჯარო სკოლაში შეგროვებული 1834 კგ მაკულატურა წიგნებში გადაიცვალა
22-10-2024

თბილისის N174 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამას ადასტურებს ისიც, რომ სასკოლო საზოგადოება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამარ ხუციშვილის ორგანიზებით, ერთი წლის განმავლობაში აქტიურად აგროვებდა მაკულატურას.

შეგროვებული რესურსი გადაიცვალა მაკულიტერატურის ე.წ „ნერგებში“.

სულ შეგროვდა 1834 კგ მაკულატურა, რომელიც აისახა „ნერგებში“ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა 500 ლარის ღირებულების წიგნები.

როგორც გვიყვებიან, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ და წესების დაცვით, გაიტანონ აღნიშნული ლიტერატურა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203