სენაკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
22-10-2024

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

I  კლასის მოსწავლეებმა პირველი ხელნაწერი „აი ია“ პედაგოგ მარინე გრიგოლიას ხელმძღვანელობით დიდი მონდომებით შეასრულეს. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში ნასწავლი მასალა.

„პატარა ციმციმა ვარსკვლავებმა  მხატვრულად წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, დედაენაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებებს და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებენ.

„წარმატებები და ბევრი საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთულ დღეებს ვუსურვებთ ყველა პირველკლასელს და მათ მასწავლებელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203