მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი წარმატება კი საამაყო.
ამჟამად სკოლაში, მახარე პაშაევლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. მე-8 კლასის მოსწავლემ კიკბოქსინგში დასავლეთ საქართველოს კლუბებს შორის გამართულ ღია რინგში საპრიზო ადგილი დაიკავა და დამსახურებული დიპლომი, მედალი და თასი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლის სახელზე არაერთი გამარჯვებაა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: