თბილისის N133 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
22-10-2024

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს დასაჩუქრდნენ.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მათ წარმატებებს უსურვებენ.

„თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ჩვენს მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენი საამაყო და საიმედო ბავშვები. ვულოცავთ ჩვენს ოქროს ბავშვებს მათი შრომით და მიზანდასახულობით, წარმატებისკენ  გადადგმულ პირველ ნაბიჯს.

ჩვენ გვჯერა თითოეული მათგანის  და ზუსტად ვიცით, რომ სამყაროს უკეთესი ხვალინდელი დღე სწორედ მათ ხელშია!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოსწავლეთა წახალისების პროექტს ყოველწლიურად ახორციელებს და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203