სერგიეთის საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა
24-10-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი ზღაპრულ მოგზაურობას ჰგავს. 

პედაგოგები პატარების მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

ამის ნათელი მაგალითია პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი. პირველ კლასში ქართული ანბანი საზეიმო ვითარებაში „შემობრძანდა“. 

მოსწავლეები გაეცნენ „დედა ენას“, მის შემქმნელს - იაკობ გოგებაშვილს, იმ პირველ ორ ჯადოსნურ ასო-ბგერას, რითიც დაიწყეს ქათული ანბანის შესწავლა. იას და ანბანს მიუძღვნეს ლექსები. რის შემდეგაც  დაწერეს „აი ია“ და გააფერადეს ყვავილი „ია“.

„პატარების მიერ თაბახის ფურცელზე ფაქიზად გაფერადებულ იებს ნამდვილად ეტყობოდა სინაზე, სიმორცხვე და სილურჯე. მოსწავლეებმა თავიანთი აქტიურობით გაახარეს ნათია მასწავლებელი და სკოლის დირექციის შექებაც დაიმსახურეს“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეთა შემართება ახარებთ. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203