ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემოქმედებითი სახის პროექტებსა და აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, გამოცხადებულ ესეების კონკურსში იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო საზოგადოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: