ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ამ მიმართულებით უამრავი ღონისძიება ტარდება.
ახლახან, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ კვირეულს შეუერთდნენ. კვირეული ფარგლებში, სპორტის მასწავლებლის - ვარლამ ლომთაძის ორგანიზებით, სკოლაში, გაიმართა ერთ-ერთი სპორტული აქტივობა გეზრბენი.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, გამარჯვებულებს კი სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: