ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სკოლას საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
ეს საჭირო და მნიშვნელოვანი საჩუქარი მოსწავლეებს პროფესორმა არჩილ ხომასურიძემ გადასცა, რისთვისაც სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა ბატონო არჩილ საჩუქრისთვის. უმრავლოს სკოლას და სოფელს თქვენნაირი გულშემატკივარი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: