ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს მონდომებით, აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, izrune.ge-ს დიპლომები მოსწავლეებმა - ელენე კანდელაკმა და გიორგი ფარასტაშვილმა დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ მათ დიპლომები სკოლის დირექტორმა - ნინო მელქოშვილმა კლასის თანდასწრებით გადასცა. სკოლაში izrune.ge-ს მადლობის წერილებიც დაიგზავნა, რაც სკოლაში ახარებთ.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: