გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, საოცარი და დაუვიწყარი დღე მოუწყო Iგ კლასის მოსწავლეებს, პედაგოგმა ვერიკო კვანტიძემ.
მასწავლებლის მეგზურობით, მოსწავლეებმა ჯადოსნური თავგადასავალი დაიწყეს და ხალისით შეისწავლეს პირველი ასოები.
„ბედნიერ, სასიამოვნო და წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ პატარებო „ანბანეთში“! დღიდან ერთად დავიწყეთ 33 ჯადოსნური გზის და ბილიკის გავლა, რომელიც სიბრძნის მწვერვალთან მიგვიყვანს... ჩემო პატარებო! გპირდებით საინტერესო თავგადასლებით ვივლით და ვიმოგზაურებთ“, - ამ სიტყვებით პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო სასკოლო ცხოვრებას შეჰპირდა და კენწეროში გატკბილებისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
იხილეთ ვიდეოები: