თბილისის N118 საჯარო სკოლის 16 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა
22-10-2024

თბილისის N118 საჯარო სკოლის სახელს წარჩინებული მოსწავლეები ქმნიან, რომლებიც სწავლაში მიღწეული წარმატებით, იმ პროფესიონალი პედაგოგების იმედებს ამართლებენ, რომლებიც მათი მიღწევების უკან დგანან. 

სკოლა დიდი სიამაყით გვიზიარებს მოსწავლეთა მორიგ წარმატებას. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის სკოლის 16 მოსწავლე კომპიუტერებით, საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეების წარმატებით, ულოცავენ მათ მიღწევას და წინსვლას უსურვებენ. 

„წარჩინებული მოსწავლე საქართველოს საიმედო მომავალი, ძვირფასებო, ვამაყობთ თქვენით“, - ამ სიტყვებით მიულოცეს სკოლაში მოსწავლეებს წარმატება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203