თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის პირველკალსებისთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებითაა სავსე და გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით.
ამჯერად, პირველ კლასში ჩატარდა გაკვეთილი „ანბანის შემობრძანება“.
მოსწავლეები საუკეთესო განწყობით და სიყვარულით შეხვდნენ პირველ ასოებს, ჩაატარეს მრავალფეროვანი აქტივობები და საზეიმოდ აღნიშნეს „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში შებიჯება.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი ხათუნა მთავრიშვილი ხელმძღვანელობდა და პადაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: