მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პოსტერები შექმნეს.
პოსტერები მათემატიკურ მოქმედებებსა და განვლილ მასალას შეეხებოდა, მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და შემარტებით იმუშავეს და შედეგითაც კმაყოფილნი დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ჩართვას შემოქმედებით აქტივობებში და მათ წახალისებას იყვნენ კრეატიულები.
იხილეთ ფოტოები: