ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.
12 ივნისს კი, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „გავაძლიეროთ და გავალამაზოთ ჩვენი სკოლა“, ფარგლებში საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებმა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დაამზადეს პოსტერები კედლის გაზეთისათვის.
„მადლობა მათ მაღალი ჩართულობისა და აქტიურობისათვის“, - აღნიშნეს სკოლაში, წარმატებებს უსურვებენ მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: