კერძო სკოლა „ცოდნაში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და შესაძლებლობები ფართო ასპარესზე წარმოაჩინონ.
ამჯერად, მოსწავლეები, პედაგოგ რუსუდან ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით ლიდერთა სკოლის არასასკოლო, ინტელექტუალურ აქტივობებში მონაწილეობდნენ.
პედაგოგი, როგორც მას ლიდერთა სკოლაში ახასიათებენ, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების განვითარებაზე და ამ მიზნით, კლასთან ერთად მონაწილეობს „ქი ქონსალთინგის“ ინტელექტუალურ აქტივობებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს. ისინი დავალებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები და პედაგოგი, „ქი ქონსალთინგისგან“, საზეიმოდაც დაჯილდოვდებიან.