წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ანებივრებენ.
ამჯერად, პირველ კლასში ღია გაკვეთილი - „ანბანთან შეხვედრა - ჩვენ ვსწავლობთ კითხვას“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, მასწავლებელ ნ. კიკნაველიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებთა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ წინასააბნანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ანბანის სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
„გაკვეთილი სხვადსხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული“,-გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: