ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
მათ შორის, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეების მიერ“, შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩატარდა.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებასა და თემის წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები გააცნეს. მათ საზოგადოებას, ჩართულობისა და ინტერესისთვის, მადლობა გადაუხადეს.