ქობულეთის N2 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება დაუვიწყარ ზეიმად უქცია
22-10-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

Iკლასის მოსწავლეებმა „ანბანეთის“ კარი, მასწავლებელ მარინა ქარცივაძის ხელმძღვანელობით, უდიდესი ხალისითა და მონდომებით შეაღეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებისთვის პირველი ასო-ბგერების გაცნობა, პირველი სიტყვებისა და წინადადების წაკითხვა განსაკუთრებულად ამაღელვებელი აღმოჩნადა. 

აღსანიშნავია, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი დღე პედაგოგმა დაუვიწყარ ზეიმად უქცია.

„წარმატებით გევლოთ ცოდნის აღმართებზე“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203