ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების დღეს მიეძღვნა.
აღნიშნული ღონისძიება პედაგოგი თამარ ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა ქართველი „მგოსნის“ შესახებ ისაუბრეს, მისი შემოქმედება „გააცოცხლეს“ და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ღონისძიება სხვადასხვა ნომრით იყო დატვირთული და მას ნიკოლოზ ბარათაშვილის შემდეგი სიტყვები გასდევდა:
„…შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით,ღრიალით მიწას მამაყრის!…“
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი 1845 წლის 21 ოქტომბერს განჯაში გარდაიცვალა.
იხილეთ ვიდეო: