ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, ისინი მძლეოსნობაში, ზურაბ იაძის სახელობის ღია საერთაშორისო მემორიალში მონაწილეობდნენ. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელობით ჩატარდა.
შეჯიბრში მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის, დიანა გოგოლაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. VIII კლასის მოსწავლე ბარბარე ზედგინიძემ 100 მეტრ დისტანციაზე, უფროს ასაკის გოგონათა შორის, მე-3 ადგილი დაიკავა.
მოსწავლე სიგელით, ბრინჯაოს მედლითა და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა.
მასწავლებელმა, დიანა გოგოლაძემ, მოსწავლეების წარმატება სასკოლო საზოგადოებას გააცნო, რაც სხვა მოსწავლეებისათვის მოტივაციის წყარო გახდა.
იხილეთ ფოტოები: