ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გარემოში დაიწყეს.
პირველი კლასის დამრიგებელმა - მარიამ ოდეიშვილმა, მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზა.
სადღესასწაულოდ მორთულმა საკლასო ოთახმა კი მოსწავლეებს განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
აქტივობებში პირველკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
„ანბანის შებრძანება“ სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობაზე ყოველთვის ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: