საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
23-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და სხვადასხვა კონკურსებსა თუ არაფორმალური განათლების პროექტებში მათ ჩართულობას ახალისებენ. 

ახალახან, საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა გუნდურ-ინტელექტუალური პაექრობის - „ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონის, შიდასასკოლო ჩემპიონატი.

შესარჩევი ეტაპი ჩატარდა III-XI კლასების ჩათვლით, მოსწავლეებს შორის.

სკოლის ჩემპიონი გუნდის წევრებს გადაეცემათ „ტვინების ბრძოლის“ სერტიფიკატი. ასევე, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ჩემპიონებთან ერთად ექნებათ მომდევნო, საქალაქო ეტაპზე ასპარეზობის უფლება.

სკოლა-გიმნაზიის დირექცია უსურვებს თითოეულ გუნდს გამარჯვებასა და მომდევნო ეტაპების წარმატებით გადალახვას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203