ჩინური ენა მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწავლების მხრივ მოთხოვნადი ენააა.
ჩინეთში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით, თბილისის N161 საჯარო სკოლაში ჯერ კიდევ წინა სასწავლო წელს მიიღეს დამატებითი გაკვეთილების ჩატარების გადაწყვეტილება, სადაც მოსწავლეები უფასოდ ისწავლიან ჩინურ ენას.
ახლახან კი ჩინური ენის პირველი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა გაკვეთილი ხალისით მოისმინეს და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: