რა კვალიფიკაცია სჭირდებათ მასწავლებლებს სტატუსის შესაბამისად დასაქმებისთვის - დეტალები კანონით განისაზღვრა
28-10-2024

პროფესიული განათლების მასწავლებლის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანონით არის გათვალისწინებული და განსხვავდება პედაგოგის სტატუსის შესაბამისად. როგორც უკვე ცნობილია, პროფესიული განათლების პირი შესაძლოა იყოს ძირითადი მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებელი ან ინსტრუქტორი. 

1. ძირითად მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი  პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, ან/და პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული   მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი არანაკლებ ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება.

2. მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დროისთვის უნდა იყოს მოქმედი პრაქტიკოსი შესაბამის დარგში.

3. ინსტრუქტორად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203