მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების - თამაკონისა და ლეცავეს საჯარო სკოლების მოსწავლეები სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობებში აგრძელებენ.
სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სკოლის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ლეცავესა და თამაკონის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია. შენობები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.
იხილეთ ფოტოები: