მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლებასა და აღზრდაზე პროფესიონალი, საქმესა და ბავშვებზე შეყვარებული პედაგოგები ზრუნავენ, სკოლაში მათ ღვაწლსა და შრომას კი, განსაკუთრებით აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
უშგულის საჯარო სკოლაში ახაერებთ, რომ სხვა სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად, მათი სკოლის ორი პედაგოგი: ნაირა ღვაჩლიანი და ნონა რატიანი, დასახელდა.
„ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს! წარმატებები სოფელ უშგულის საჯარო სკოლას!“, - ამ სიტყვებით, სკოლაში მიულოცეს პედაგოგებს წარმატება და წინსვლა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: