წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და არაერთ წარმატებას აღწევენ.
19-20 ოქტომბერს, წალკის რაიონის მასშტაბით, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
ვაჟებს შორის სულ მონაწილეობდა 21 საფეხბურთო გუნდი, ხოლო გოგონათა შორის - 6.
საპატიო პირველი ადგილი ვაჟთა გუნდებს შორის აიღო სოფელ კოხტის საჯარო სკოლამ ხოლო გოგონები საპრიზო მეორე ადგილოსნები გახდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს ჩემპიონებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას და ვუსურვებთ უშრეტ სიხარულსა და წარმატებას მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: